თეგებით ძიება

მონობას არ დავემორჩილებით! - მაღაროელების აქცია პარლამენტის შენობის წინ გრძელდება

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მეორე დღეა აქციას მართავენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

"ერთადერთი გამოსავალი, რაც დარჩა სახელმწიფოს, არის ის, რომ ამ ხალხის მოთხოვნები შეასრულოს ძალიან სწრაფად. ამ ადამიანების მთავარი მისია არის ის, რომ გადაარჩინონ ჭიათურაში მოშიმშილე ბიჭები და არ მოუწიოთ თვითონაც შეერთება შიმშილისთვის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ნოდარ ჩაჩანიძემ.

აქციის მონაწილეებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე დღეს მსვლელობაც გამართეს.

მაღაროში დასაქმებულებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ისინი მონობას არ შეეგუებიან, გაფიცვა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“ჩვენ არ გავჩერდებით. ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას არ დავემორჩილებით. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს”, - აღნიშნეს მაღაროელებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან, რის შემდეგაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან გადაინაცვლეს და საჯაროდ მოითხოვეს, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა