"დილის 5 საათზე მაღვიძებს კარზე ბრახუნი და ყვირილი: ახლავე გააღე კარი, ვიცი, რომ სახლში ხარ" - რამ შეაშინა თამო კეშელავა?
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მოულოდნელად ტელევიზორის ხმამ გააღვიძა და შეეშინდა.
"დილის 5 საათზე მაღვიძებს კარზე ბრახუნი და ყვირილი: ახლავე გააღე კარი, ვიცი, რომ სახლში ხარ, დროზე გააღე კარიიი...
ისეთი ნახტომი გავაკეთე, ბრიუს ლის შეშურდებოდა, რომ ენახა, გავიქეცი კარისკენ და ბრახუნი და ყვირილი არ წყდება, რაც მეტად ვუახლოვდები კარს, მით უფრო ვხვდები, რომ ხმა ჩემი ოთახიდან მოდის და არა სადარბაზოდან...
ასე იძია შური ჩემზე ტელევიზორმა, რომელიც ჩართული დავტოვე და დავიძინე.
და რა უცნაური რამეა ქვეცნობიერი, ათასობით სიტყვა მოისმინა იმ ფილმიდან და მარტო კაკუნზე და კარი გააღეს ყვირილზე გამაღვიძა.
რომ ვამტკიცებ, მაღვიძარას ხმაზე არ მეღვიძება და ზარის ხმა ეგრევე მაღვიძებსთქო, არ გჯერათ და აჰა...
მორალი: - ყველა ხმაური ხმაური არაა და მიბაძოს ქვეცნობიერს ცნობიერმა", - წერს კეშელავა.