სუს-მა დაავალა, ვიღაცას ჯაფარიძისთვის ჩაერტყა - ალეკო ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ლევან ბერძენიშვილზე და ზურა ჯაფარიძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა სუს-ის მიერ არის ორგანიზებული.
„სუს-მა დაავალა ამ ხალხს, რომ ვიღაცას ზურა ჯაფარიძისთვის ჩაერტყა, ვიღაცას ლევან ბერძენიშვილისთვის. „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ეცლება „ნაციონალური მოძრაობა“ , როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. ყავლი გასდის, ძალიან სასაცილო ხდება „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა სააკაშვილის გამოაშკარავდა. სინამდვილეში აღვირახსნილი და ზნედაცემული სიმულანტია. არანაირი „პოლონიუმი“ არ დაულევია... ცოლის დაფეხმძიმების თავი თუ გაქვს, შე ოხერო რას ატყუებდი წელიწად-ნახევარი ამ ქვეყანას? რა დღეში იყავი? სამარცხვინო ხალხი, რომ იძახდა: ისეთი, რაღაცა ჭირს, თუ საზღვარგარეთ არ გადაიყვანეს არაფერი ეშველება. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არაფერი არ სჭირსო და თვითონაც მოყოჩაღდა. ახლა გაახსენდა, რომ 100 პროცენტით საქართველოს პოლიტიკაში უნდა ჩავერთოო.
ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილს დღეს, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ.