თეგებით ძიება

პოლიტიკოსები იმას იტყვიან, რაც უნდა თქვან, ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს - კელი დეგნანი

რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“იმას ვიტყვი, რომ საქართველო პოლარიზებული იყო, როდესაც აქ ჩამოვედი სამნახევარი წლის წინ. მცდელობები იყო ქართველის დასაახლოებლად. ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო გაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს ამით არის რუსეთი. და ეს რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას.

ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ეს ტაქტიკა, თქვენ ბევრი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდით რუსულ მცდელობებთან ერთად განეყო, შეეშინებინა და შეცდომაში შეეყვანა [საქართველოს] მოსახლეობა. რასაც ვიმედოვნებ არის ის, რომ კვლავ არსებობს გაერთიანების მცდელობა, არა მხოლოდ ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის, რომ ევროინტეგრაციას დაუახლოვდეთ, რაც ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია, არამედ ისიც, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს. ეს დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეთ თქვენს დევიზს, რომ ძალა ერთობაშია", - განაცხადა დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა