თეგებით ძიება
20. 06. 2023 მსოფლიო

ტიტანიკის ჩაძირვის ადგილზე დაკარგული წყალქვეშა ნავის ერთ-ერთი მგზავრი ცნობილი მილიარდერი აღმოჩნდა

Sky News:  წყალქვეშა ნავში, რომელიც ატლანტის ოკეანეში ტიტანიკის ჩაძირვის ადგილზე გაუჩინარდა, ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი იმყოფება, რომელიც ფლობს Action Aviation-ს, თვითმფრინავების გაყიდვისა და ექსპლუატაციის კომპანიას. ამის შესახებ Sky News არხი 58 წლის ბიზნესმენ ბრაიან ზასის დედინაცვალის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩემი მამინაცვალი ჰამიშ ჰარდინგი გაუჩინარდა წყალქვეშა ნავში და ვლოცულობ, რომ ცოცხალი იპოვონ“, - წერს ზასი სოციალურ ქსელში.

არხის წყაროს ცნობით, წყალქვეშა ნავის ბორტზე კიდევ ორი ​​ადამიანი იმყოფება - ეკიპაჟის ფრანგი წევრი პოლ-ანრი ნარგეოლი, ასევე OceanGate Expedition-ის დირექტორი და დამფუძნებელი სტოკტონ რაში.

კონტრადმირალი პერი ამბობს, რომ ტურისტებთან ერთად ბატისკაფი შესაძლოა ტიტანიკის ნამსხვრევებში გაიჭედა. 

წყალქვეშა ნავი ტურისტებთან ერთად, რომელიც დაიკარგა ტიტანიკის ჩაძირვის ზონაში ჩაყვინთვის შემდეგ, შესაძლოა "კატასტროფული ავარიის" წინაშე აღმოჩნდეს. ეს ვარაუდი გააკეთა გადამდგარმა ბრიტანელმა კონტრადმირალმა, კრის პარიმ.

პარიმ Mirror-ს უთხრა, რომ წყალქვეშა ნავი შეიძლებოდა ტიტანიკის ნამსხვრევებში ჩარჩენილიყო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გემზე ჟანგბადის მიწოდების გათვლები "დიდ შეშფოთებას იწვევს".

”ეს მართლაც ძალიან შემაშფოთებელია”, - თქვა პარიმ.

პარიმ ასევე გაამხილა „ოპტიმისტური ვარიანტი“. მაგალითად, გემზე ყველაფერი რიგზეა და კავშირი უბრალოდ არ მყარდება. ამასთან, მან დაამატა, რომ უბედური შემთხვევის შესაძლებლობა აშკარაა - ბატისკაფი ნამდვილად შეიძლება გაიჭედოს ტიტანიკის ნამსხვრევებში, რამაც შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

სამაშველო გემის ყოფილმა კაპიტანმა შონ ტორტორამ ასევე თქვა, რომ ბატისკაფის პოვნა "დროულად" ნაკლებად სავარაუდოა - მოწყობილობაზე ჟანგბადი უნდა დასრულდეს ხუთშაბათს, დაახლოებით 08:00 საათზე. მისი აზრით, "სიღრმეში გადარჩენა ნაკლებად სავარაუდოა".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა