თეგებით ძიება

სამწუხარო ინფორმაცია - 5 წლის გიორგი ზაალიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, თუმცა სამწუხაროდ, 5 წლის, გიორგი ზაალიშვილი, გარდაიცვალა.

გიორგის სხვადასხვა სახის რთული დაავადებები ჰქონდა. ის თურქეთშიც მკურნალობდა. 

საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ ბიჭს ფილტვების ანთება დაემართა. მისი გადარჩება ვერ მოხერხდა. 

„ჩემს შვილს რამდენიმე რთული დაავადება აქვს. მათ შორის, გენერალური ეპილეფსია, თრომბოციტოპენია, ანემია, ჰიპოგლიკემია, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს დაზიანება, ბავშვს აქვს უროლოგიური პრობლემებიც. მისი მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. აუცილებელია მისი თურქეთში გადაყვანა, თუმცა ფინანსურად ეს ჩვენთვის ძალიან ძნელია. “, - ამბობდა დედა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა