თეგებით ძიება

მაღაროელები ხვალიდან პარლამენტთან აქციის პარალელურად შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

აღაროელების განცხადებით, ხვალ დილიდან აქციების პარალელურად შიმშილობას დაიწყებენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა დღეს “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობაც გამართეს.

მაღაროში დასაქმებულებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ისინი მონობას არ შეეგუებიან, გაფიცვა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“ჩვენ არ გავჩერდებით. ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას არ დავემორჩილებით. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს”, - აღნიშნეს მაღაროელებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან, რის შემდეგაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან გადაინაცვლეს და საჯაროდ მოითხოვეს, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა