ძლიერი წვიმა და წყალდიდობა - ფრთხილად, ცუდი ამინდია მოსალოდნელი!
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
სინოპტიკოსების ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.