თეგებით ძიება

ეჭვი გვაქვს, რომ იყო მე-4 ადამიანიც - რას ამბობს ადვოკატი ბიჭზე, რომელსაც მამა-შვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან?

მეზობელი მამა-შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, რომან გიკაშვილის ადვოკატის განცახდებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მომხდარი კარგად არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმეში მეოთხე პირიც, რეალური დამნაშავე ფიგურირებეს.

„მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დაზიანებები აქვს ძალიან ამ ორ ადამიანს, ამ დროს თავდამსხმელს თითქმის არ აქვს საერთოდ დაზიანება. შეიძლება ასეთ ორომტრიალში, სამი ადამიანი როდესაც ერთმანეთს ებრძვის, ის ქალბატონი და მისი მამა წინააღმდეგობას უწევს და ამ დროს, ბრალდებულს საერთოდ დაზიანება არ აქვს? ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა იმიტომ, რომ მხოლოდ სისხლით იყო მოსვრილი ბრალდებული, სხვა რაიმე დაზიანება, ნაკაწრი აქვს ორი და ორი დალურჯება, დანარჩენი არაფერი აქვს.

დანით არ ყოფილა შემოსული, დანა ფიგურირებს თვითონ იმ ოჯახის დანა. ამბობს, რომ მამაკაცთან მოუვიდა კონფლიქტი, სცემდნენ ერთმანეთს და მერე უკვე აღარაფერი ახსოვს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მამაკაცს, ქალი საერთოდ არ ახსოვს.

საქმეში სხვა მტკიცებულებაც არის, რომელიც ადასტურებს, რომ ვიღაც სისხლიანი გამოვიდა იმ სახლიდან. დევს მეზობლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ვიღაცამ დამიკაკუნა კარზე, სისხლიანი იყო ჩემი კარი, ეს იმ დროს იყო, როცა პოლიცია მოვა“, - ამბობს ბრალდებული ადვოკატი.   

შგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული 18 ივნისს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა