სამწუხარო ინფორმაცია - მეხის დაცემის შედეგად დაშავებული სამხედრო, გოდერძი აფრასიძე გარდაიცვალა
ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი კლინიკაში გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის შემდეგ, გოდერძი აფრასიძე რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა
შეგახსენებთ, 15 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.