რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა ბიჭი გადავარდა (ვიდეო)
ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან, 25 წლამდე ბიჭი მტკვარში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მათი ცნობით, კაცმა მდინარიდან თავადვე მოახერხა ამოსვლა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მედიკოსებმა ახალგაზრდას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.