თეგებით ძიება

ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა და რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი - ირაკლი ღარიბაშვილი

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან - ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა. შეგახსენებთ, რომ იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარდგა როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა მას უკრაინულ ენაზე ესაუბრა. ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს.

სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა მან, ამის შემდეგ, რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას. ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი ასე ვთქვათ, სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა