თეგებით ძიება

"სოციალური ფონი ისეთი მწვავეა, რომ შევარდნაძის ეპოქას "გაუსწრებს" მალე" - ნინო ხარატიშვილი

მწერალი, ნინო ხარატიშვილი საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მდგომარეობა მალე "შევარდნაძის ეპოქას "გაუსწრებს".

"სოციალური ფონი ისეთი მწვავეა, რომ შევარდნაძის ეპოქას "გაუსწრებს" მალე.

ათიათასობით ადამიანი ქვეყანას ტოვებს.

სასოწარკვეთილი ადამიანები პირს და თვალებს იკერავენ.

რუსეთთან უვიზო რეჟიმი დამყარდა და ქუჩაში გასულს თავი როსტოვში გვგონია.

ხელოვანები ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვიან, რომ ხელოვნების ჯერ კიდევ დარჩენილი და დამოუკიდებელი ნაწილი ჩინოვნიკების და სახელმწიფო აპარატის დაქვემდებარებაში არ გადავიდეს.

კოლეგებს კვერცხებს ესვრიან შუა ქუჩაში.

და ა.შ. და ა.შ.

და მმართველ პარტიას კი ელტონ ჯონის სექსუალური ცხოვრება ადარდებს.

ფრიად ადეკვატურია ეს ყველაფერი! 

ბეკეტსაც კი შეშურდებოდა ჩვენი...", - წერს ხარატიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა