ვერ გაგვაჩუმებთ! - მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს
მაღაროელების განცხადებით, დღეს დილიდან აქციების პარალელურად შიმშილობას დაიწყებენ. პროტესტის უკიდურესი ფორმა აქციის 4-მა მონაწილემ აირჩია.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მესამე დღეა, აქციას მართავენ. მათ ადგილზე კარვები გაშალეს.
20 ივნისს, აქციის მონაწილეებმა დღეს “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობაც გამართეს.
ცნობისთვის, მაღაროელები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.