თეგებით ძიება

ლაშა რომ სახლში მოდის, მე უკვე დასაძინებლად ვემზადები და ჩვენი კომუნიკაცია გამარჯობა-ნახვამდისით შემოიფარგლება - თაკო მჭედლიშვილი მეუღლეზე

მსახიობ, ლაშა გურგენიძის მეუღლე, თაკო მჭედლიშვილი ქმართან ურთიერთობის შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, ის მეუღლესთან ერთად ცოტა დროს ატარებს.

"სამუშაო დღეებში ერთად ყოფნას ძირითადად ვერ ვასწრებთ. ლაშა რომ სახლში მოდის, მე უკვე დასაძინებლად ვემზადები და ჩვენი კომუნიკაცია გამარჯობა-ნახვამდისით შემოიფარგლება (იცინის). ლაშას შაბათ-კვირასაც აქვს სპექტაკლები, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ დღეებში მე დილიდან საღამომდე სახლში ვარ და უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად. თეატრის გარდა, ლაშა იმდენ რამესაა მოდებული და იმდენი საქმე აქვს, რომ მართლა ძალიან ცოტა დრო რჩება. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსიც აქვს. ბევრს უკითხავს, არ განიცდი, ასეთი დაკავებული რომ არისო? პირიქით, მომწონს. მე და ლაშა წლებია, ერთად ვართ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ზუსტად ვიცით, რა გვწყინს და რა გვიხარია, თუმცა ამის მიუხედავად, დროის ნაკლებობის გამო ჩვენი ურთიერთობა თითქოს სულ ახალია. არ გვბეზრდება, პირიქით, სულ გვენატრება ერთმანეთი“, - ამბობს თაკო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა