თეგებით ძიება

“ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია" - სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საზოაგადოებას მიმართავს და წერს, რომ სამოქმედო გეგმას მალე წარადგენს.

"ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია, ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა. 

მე აღმოვჩნდი იქ სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. 

გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე გულებიანი საქართველოს დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების პროტესტი”.

გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა. 

მე მინდა პირველ რიგში გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. 

ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას.

დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა