თეგებით ძიება

შუადღის ძილი ტვინზე დადებითად მოქმედებს? - ახალი კვლევის შედეგები ცნობილია

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, შუადღის ძილი ტვინზე დადებითად მოქმედებს. 

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჩაძინება „გონების დაბერების" პროცესს  3-დან 6 წლამდე აფერხებს. თუმცა საიმედო შედეგები ძილის ნებისმიერ რუტინას არ უკავშირდება. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ჩაძინების ხანგრძლივობამ 30 წუთს არ გადააჭარბოს.

როგორც წესი, ადამიანის დღე-ღამეში ძილი ყველაზე მეტ დროს ბავშვობის პერიოდში, მოგვიანებით კი 65 წლის ასაკის შემდეგ იკავებს. გადატვირთული რუტინა ხელს გვიშლის, რომ ჩაძინებისათვის ყოველდღიურად დრო გამოვყოთ, თუმცა აღნიშნული კვლევის მიხედვით, შუადღის ძილი ყველაზე სასარგებლო სწორედ ახალგაზრდობაშია, სანამ კოგნიტიური უნარების შენარჩუნება შეგვიძლია. მეცნიერებმა ამ ეტაპზე 35 000 მონაცემი შეაგროვეს. რესპონდენტების უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდანაა. კვლევის მომდევნო ეტაპზე მათი მიზანია, დაადგინონ, დაგვეხმარება თუ არა ჩაძინება ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა