თეგებით ძიება

როდესაც იქნება შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში, გადავიყვანთ პენიტენციურ დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, როდესაც იქნება შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში, მაშინ გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

"ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ინფორმაციის გაცვლა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაში ნურავინ შეეცდება რაღაც სკანდალის შექმნას, გასაკვირი არ არის არაფერი. ეს ადამიანი პატიმარია და შესაბამისად, როდესაც იქნება შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში, იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ არაფერი არაა გასაკვირი“, - ამბობს მინისტრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა