რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა - რიში სუნაკი
აშკარაა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
"გაერთიანებულმა სამეფომ ორშაბათს გამოაქვეყნა ახალ კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვონ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს", - განაცხადა სუნაკმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.