თეგებით ძიება

შანსები 50/50-ზეა, ბევრი რამ იქნება, სამწუხაროდ, დამოკიდებული გლობალურ ომის პარტიაზე - ირაკლი კობახიძე სტატუსზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა.

"50/50-ზე გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანსები არის 50/50-ზე. ბევრი რამ იქნება, სამწუხაროდ, დამოკიდებული გლობალურ ომის პარტიაზე. შარშან სწორედ გლობალური ომის პარტიის ჩარევის შედეგი იყო ის, რომ მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება. ძალიან მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის მანიპულირება, რატომ? იმიტომ, რომ 27 ქვეყანა ერთად იღებს გადაწყვეტილებას, ყველას მხარდაჭერა არის საჭირო, საკმარისია რომ ერთი ქვეყანა მაინც აქედან გამოწიო, უკვე ქვეყანას არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზეა საუბარი, ძალიან ადვილია გარედან ჩარევა, მით უმეტეს გლობალური ომის პარტიისთვის, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი სხვადასხვა თვალსაზრისით", - თქვა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა