"მაღაზია, რომლის კამერებმაც დააფიქსირა წალკაში მიუსაფარი ძაღლის მოკვლა, დააჯარიმეს 5000 ლარით. მკვლელი კი 3000-ლარიანი გირაოთი გაუშვეს" - მიშა კაჭკაჭიშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მაღაზია, რომლის კამერებმა წალკაში ძაღლის მოკვლის კადრები გადაიღო, დააჯარიმეს.
"ახლა რა ხდება:
მაღაზია, რომლის კამერებმაც დააფიქსირა წალკაში მიუსაფარი ძაღლის მოკვლა, დააჯარიმეს 5000 ლარით. მკვლელი კი 3000-ლარიანი გირაოთი გაუშვეს.
ვინ მოდის ამ ბრძოლაში ბოლომდე ?!", - წერს კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, კაცი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა, 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრის მამაკაცი მიუსაფარ ძაღლს და კლავს.