თეგებით ძიება

ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.

"სტატისტიკა ვნახეთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში - 22%, არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია. პროპაგანდას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე, ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა. ესტონეთში გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან," - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა