აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, ორხევი. ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში: ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.