ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა
ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში, ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთი ავრცელებს, რომელიც ბლოკს თავმჯდომარეობს.
"დღეს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის განცხადებაში.
ამავე ცნობით, სანქციები ითვალისწინებს ინდივიდუალურ ჩამონათვალსაც.
სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი ბოლო რამდენიმე თვე მუშაობდა.