პუტინის ომის მანქანას კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს - ლეიენი
ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საშუალება იქნება, რომელიც რუსეთს დიდ დარტყმას მიაყენებს.
''მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას სანქციების მე-11 პაკეტზე.
პუტინის ომის მანქანას, ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვები კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს, სანქციის ეს პაკეტი კრემლის მხარდამჭერ სუბიექტების დასანქცირებასაც ისახავს მიზნად.
ჩვენი გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, რუსეთს სანქცირებული საქონლის ხელში ჩაგდებაში ხელს შეუშლის.'' წერს ლეიენი
შეგახსნებეთ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე.