"ჭანჭიკებს უჭერდა ხიდზე და გადავარდა" - ვის არის რიკოთთან დაღუპული კაცი? (ვიდეო)
რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთთან, მდინარეში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი 47 წლის რამაზ ბარბაქაძეა, რომელიც ავტობანის უბისას მონაკვეთზე, მშენებარე ხიდიდან გადავარდა.
კაცი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
"კარგი კაცი იყო 47 წლის, პროფესიით ელექტრიკოსი, მაგრამ ახლა ამ საქმეზე მუშაობდა. ამბობენ მაღლა ჭანჭიკებს უჭერდა ხიდზე და ფეხი აუცდა და გადმოვარდაო, თურმე თავი ქვაზე დაარტყა, ცუდად გამხდარა და გადაგორებულა, მერე ალბათ წყალმა წაიღო. ეტყობა თავზე კასკა არ ეკეთა, არ ვიცი, მე არ დამინახავს“, - ამბობს მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი პირი.