თეგებით ძიება

მე დავიკელი 12 კილო, სანამ დავიწყებდი აქტიურ კლებას, კრიტიკულ ეტაპამდე ვიყავი მისული - როგორ დაიკლო ნინო მუმლაძემ წონაში?

მსახიობი, ნინო მუმლაძე წონის კლების საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედის დღეში“ ისაუბრა.

"თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, საკმაოდ გამხდარი ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავი ლირიკული არტისტი. თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ვაკეთებდი არანორმალურ დიეტებს, ვშიმშილობდი. სად იყო 2000 წელს იმის ფუფუნება, რომ ენდოკრინოლოგთან წავსულიყავი. აბსოლუტურად დავირღვიე ნივთიერებათა ცვლა. ყოველ ჯერზე მეტს ვიმატებდი…

მე დავიკელი 12 კილო. სანამ დავიწყებდი აქტიურ კლებას, კრიტიკულ ეტაპამდე ვიყავი მისული. ვიყავი 94 კილო. ისეთი წონაა, სათქმელადაც რთულია. ახლა ბუნებრივია, მინდა 10 კილოს დაკლება კიდევ. ეს განაპირობა პანდემიამ, დეპრესიამ, მერე უცებ ბევრმა საქმემ… სახლში რომ ჩავჯექი, ვეღარ ვაკონტროლებდი და ძალიან გამექცა წონა. მივხვდი, რომ არაფერში აღარ ვზივარ, თეატრალურ კოსტიუმებში ვერ ვეტევი, სარკეში ვეღარ ვიხედები და რადიკალური ცვლილება უნდა დამეწყო სასწრაფოდ…“, - თქვა ნინო მუმლაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა