თეგებით ძიება

"ირაკლი ბევრი მონაწილისგან განსხვავებით, საღად მოაზროვნე ტიპაჟი ჩანდა ჩემთვის, პირველი დღიდან" - რას წერს ლუკა შაფაქიძე?

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სოზონის ყოფილი მონაწილე, ლუკა შაფაქიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამავე პროქტის მონაწილის, ირაკლი მახარაძის შესახებ წერს.

ლუკას თქმით, ირაკლისგან მან სათანადო მეგობრობა ვერ დაინახა.

"ირაკლი არის ადამიანი, რომელსაც პროექტში ვარ თუ არ ვარ, მეოთხე თვეა ვუჭერ მხარს, როგორც მეგობარს და როგორც ადამიანს, რომელიც ბევრი მონაწილისგან განსხვავებით საღად მოაზროვნე ტიპაჟი ჩანდა ჩემთვის პირველი დღიდან. ერთ-ერთი ლაიქ-დისლაიქის ცერემონიიდან მოყოლებული დღემდე ვიღებ მილიონ შეტყობინებას იმასთან დაკავშირებით, რომ სულელი ვარ, რომ მარტო უნდა მეთამაშა, არავისთან უნდა დავახლოვებულიყავი ზედმეტად, არავის გამო უნდა მეჩხუბა. მოდი ამ საზოგადოებას ვუპასუხებ ერთიანად. 

ვხვდები. ძალიან კარგად ვხვდები, რომ სულელი ხარ, როცა ადამიანებისგან ზედმეტი მოლოდინები გაქვს. სისულელეა ისიც, რომ ელოდებოდე ყველა დაინახავს რამხელა ენერგიას დებ მათში და მათ კარგად ყოფნაში. ეს ირაკლის ეხება.

მერიემი არის მონაწილე, რომელიც კამერებს მიღმა მონაწილეებს აგინებდა, ეძახდა ბ*ზს, პი*****ტს, ეხებოდა სხვების პირადს, შემოჰქონდა და გაჰქონდა მონაწილეებთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციები, გვაშანტაჟებდა… როცა პროექტს ვტოვებდი, ამ ადამიანმა თქვა, რომ ზუსტად ეს იყო მისი მიზანი. თქვა, რომ გააზრებულად ორჯერ სცადა ირაკლის დასმა სკამზე იმისათვის, რომ მე გავეგდე, მეძახდა საზიზღარ სიტყვებს, ეხებოდა ჩემი და ჩემი მეგობრის ურთიერთობას და ძალიან ცუდ ჭრილში ატარებდა ყველაფერს. და ის, რომ ჩემი ახლო მეგობარი, რომლის გამოც სამი თვის განმავლობაში ვჩხუბობდი, ვისაც გვერდით ვედექი, ვის გამოც ასე გამოდის, რომ “პროექტი დამატოვებინეს”, დღეს ყველაფერზე თვალს უხუჭავს მერიემს ნამდვილად საწყენია და იმედებს მიცრუებს.

მე ვუყურებდი ირაკლის, როცა გიორგი წავიდა პროექტიდან და ვხედავდი რა ცუდად იყო და როგორ დაუპირისპირდა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. ვხედავდი როგორ იყო მაშინ, როცა პროექტიდან წავიდნენ გემა, დადუ, პაატა, მაგრამ რატომღაც მე ვერ ვხედავდი ჩემ გამო დამწუხრებულ ირაკლის, რომელიც ჩემი წასვლის მეორე დღიდან ფანტასტიური დამოკიდებულებით არის მერიემთან მიმართებით, ართმევს საუზმეს, დადიან დეითებზე, ეხუტებიან ერთმანეთს და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც იცის ამ ადამიანმა რა საზიზღრობები გაგვიკეთა ორივეს (და დამიჯერეთ, ნახევარზე მეტი თქვენც არ იცით).

ბევრი იკითხავს თუ რა საჭიროა ამაზე საჯაროდ საუბარი. საჭიროა, რადგან მილიონობით კაცი მწერს იმას, თუ როგორი გამოყენებული და სულელი ვარ, როგორ ვერ მაფასებენ და ჰო, კი ამას მეც ვხედავ. ვხედავ იმას, თუ რა მარტივად აპატია ირაკლიმ მერიემს ყველაფერი. ამას არ მწერენ “დიასელები” და სხვების გულშემატკივრები. მწერენ ჩემები და ჩემი მეგობრები. ხალხი იმასაც კი მწერს, რომ თვალები გავახილო და დავინახო, რომ ერთად ითამაშეს ჩემს მოშორებაზე, რისი დაჯერებაც კი არ მინდა. 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოება ძალიან ცუდ ჭრილში ხედავდა ჩემი და ირაკლის მეგობრობას, რაც რეალობასთან მიახლოვებულიც კი არ ყოფილა. ეს იყო გულწრფელი მეგობრობა ჩემი მხრიდან. განსხვავებით ირაკლისგან, მე და ირაკლის შორის, მე ნამდვილად არ ვარ ის, რომელიც შეხვდება მას პარასკევ საღამოს, მაგრამ მასთან “სთორის” გადაღების “გაუტყდება”, რადგან “ხალხი რას იტყვისო” იფიქრებს. მე არ ვარ ის, ვისთან მეგობრობაც ვინმეს უნდა ეთაკილებოდეს და უტყდებოდეს. უამრავი ნაკლი მაქვს, მაგრამ მეგობრობა არ მეშლება და ამას ჩემი უამრავი მეგობარი დაადასტურებს, მათ შორის ირაკლიც, რომლისთვისაც იმაზე მეტი გავაკეთე სამ თვეში, ვიდრე მომეთხოვებოდა. 

წარმატებები ირაკლის ნახევარფინალში და ფინალში. 0903300305 არის მისი ნომერი. 

და ჰო მართლა, ვინც ფიქრობთ, რომ ამ პოსტით ირაკლის ვაშავებ ამაზე გეტყვით. ირაკლი მაინც ერთადერთია, რომელიც გამარჯვებას იმსახურებს. თავისი თავაზიანობის, საუბრის მანერის, ჰუმანურობის, აქტიურობის და ბევრი სხვა მიზეზის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ბევრი რამ გადაიტანა პროექტში და დიდ წნეხს გაუძლო. მე ვპასუხობ საზოგადოებას, რომელსაც ჰგონია, რომ მე სულელი ვარ და რაღაცებს ვერ ვხედავ. 

ეს არის ჩემი ბოლო პოსტი მე-3 სეზონთან დაკავშირებით", - წერს ლუკა შაფაქიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა