თეგებით ძიება

"არ მსურს მეგობრობა გავაგრძელო ადამიანთან, რომელმაც საჯარო განხილვის საგანი გახადა ჩემი “არამეგობრულობა” - ირაკლი მახარაძე ლუკა შაფაქიძეზე

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" ნახევარფინალისტი, ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამავე პროექტის ყოფილი მონაწილის, ლუკა შაფაქიძის შესახებ წერს.

მისი თმით, მას აღარ სურს ლუკასთან მეგობრობის გაგრძელება.

"მოგესალმებით მეგობრებო, განსაკუთრებულად მინდა მოვიკითხო ჩემი გულშემატკივრები.

როგორც ხედავთ, ფინალის მოახლოებასთან ერთად, თითოეულ ჩვენგანში მატულობს ემოციები. ეს ჩემთვის მისაღები და გასაგებია, მოსალოდნელიც კი იყო რომ ამ ემოციების ფონზე არასასიამოვნო კონტექსტში ვიქნებოდი მოხსენიებული.

ამავდროულად, არსებობს განსაკუთრებით მწვავე და ჩემთვის მტკივნეილი რამდენიმე ფაქტი, რომელსაც მინდა ამ პოსტით გამოვეხმაურო. სამწუხაროდ, მსგავსი საჯარო კომუნიმაციია ფორმა იქნა შერჩეული ჩემთან ურთიერთობაში და ვთვლი, მიზანშეწონილია მეც იგივე ფორმით გავცე მათ პაწუხი. 

საუბარი მაქვს ბოლო ორი დღის განმავლობაში გურამ შეროზიას და ლუკა შაფაქიძის პოსტებზე, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დაიდო. 

იცით, რომ შაბათს არის პრაიმ ჰაუსის ნახევარ ფინალი. დარჩენილი მონაწილეებისთვის  ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი იმ პროექტში, რომელშიც უკვე სამ თვეზე მეტია ვცხოვრობ. ეს არის ეტაპი, როდესაც თოთოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ლუკა, არ მსურს მეგობრობა გავაგრძელო ადამიანთან, რომელმაც საჯარო განხილვის საგანი გახადა ჩემი “არამეგობრულობა”. შენ ჭკვიანი ადამიანი მგონიხარ და თუ იმას თვლიდი, რაც დაწერე, შეგეძლო ჩემგან დისტანციის დაჭერა ბევრად უფრო ადრე. მადლობა, რომ ეს ყველაფერი გააკეთე ახლა, ნახევარ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე. გისურვებ წარმატებებს.

გურამ, მადლობა რომ სცადე საწყის ეტაპზე ჩემი დახმარება. ვთვლი რომ დაუმსახურებელია ახლა, პროექტის დასრულებისას, შენი მხრიდან იმ ფაქზე საუბარი და ჩემი გაკრიტიკება, რომელიც ძალიან დიდი ხბის წინ მოხდა და რომელიც არასოდეს დამიმალავს. სიმართლე გითხრა, თავიდან ხუმრობაც კი მეგონა შენი საჯარო პოსტი, იმდენად შეუთავდდბელია მსგავსი ქცევ ჩემს ღირებულებებთან. იმედი მაქვს აცნობიერებ ამას და სამომავლოდ თავს შეიკავებ უსამართლო კრიტიკისგან. 

ყველამ ვიცით, რომ ერთადერთი ვინც უღალატოდ, მთელი პროექტის განმავლობაში, გვერდში მედგა მე, ირაკლი მახარაძეს, საჯარო სივრცისთვის სრულიად უცხო და გამოუცდელ ადამიანს, იყო და არის ჩემი გულშემატკივარი. ვერასოდეს გამოვხატავ იმ მადლიერებას რომელიც თქვენს წინაშე მაქვს! ნახევარ ფინალშიც მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს.

მე მჯერა იმის, რომ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. მიხარია, რომ აღარ მომიწევს ვიყო დაყვედრებულის პოზიციაში.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით, თქვენი ირაკლი", - წერს ირაკლი მახარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა