თეგებით ძიება

"პირველად ვწერ ასეთ პოსტს, მაგრამ არაუშავს, ვინც ადამიანია, ის გამიგებს" - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი?

კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ დახმარება სჭირდება.

"მეგობრებოო, სათხოვარი მაქვს თქვენთან - პირველად ვწერ ასეთ პოსტს, მაგრამ არაუშავს, ვინც ადამიანია, ის გამიგებს.

ჩემს დათუნას არ აქვს ტელეფონი და იქნებ ვინმე მუშაობდეთ ტელეფონებში და შევძლო ბანკის გარეშე განვადება, წინასწარი შესატანის გარეშე. ძალიან გთხოვთ, ამაში რომ დამეხმაროთ.

რო ვერ ვუკავშირდები, ისეთი შიშები და სტრესი მაქვს, რომ მარტო მე და ღმერთმა ვიცით რა გადამაქვს.

P.S. გვერდი ვერიფიცირებული მაქვს, მყავს 35 000 გამომწერი და 5000 მეგობარი.

ინსტარგრამზე 25000 გამომწერი და იქნებ ბარტერი ან რაიმე მსგავსიც გამოვიდეს.

ცოტა კი მერიდება, მაგრამ ესეც გაივლის", - წერსკაჭკაჭიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა