"გამომიგზავნეთ თქვენი შეკითხვები" - მიხეილ სააკაშვილი სოციაურ ქსელში გამოკითხვას ატარებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს და საზოგადოებას კითხვების გამოგზავნას სთოხვს.
"მინდა, მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ.
მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე.
ჩემი თხოვნაა ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას", - წერს სააკაშვილი.