თეგებით ძიება

"მოკვლით, გატყავებით, შვილების დაწვით და კიდევ ათასის სისაძაგლით მემუქრებოდნენ" - რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩხუბს შეესწრო, პოლიცია გამოიძახა, ამის გამო კი მას ე.წ. ძველი ბიჭები სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ.

"რამდენიმე წლის წინ, როცა კორპუსთან ჩხუბს შევესწარი, პოლიცია გამოვიძახე. 

ნაცემები უცხო ქვეყნის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. 

ამის მერე, უბნის ძველი ბიჭიდან დაწყებული, ქართული მარშის კუნთმაგარი ტიპებით გაგრძელებული, მოკვლით, გატყავებით, შვილების დაწვით და კიდევ ათასის სისაძაგლით მემუქრებოდნენ, უცხოელების გამო, "ქართველ ვაჟკაცებს" როგორ ვწირავდი.

მხოლოდ პატრულში დავრეკე, არადა და სხვათა შორის, ის "ქართველი ვაჟკაცებიც" კაცის მკვლელის სახელით სიარულს ავარიდე.

ჩემს მიმართ მუქარის და ლანძღვის ავანგარდში ბექა ვარდოსანიძე და ეს ბიჭი - ირაკლი მილაძე იდგნენ. 

ჩემი სახლის მისამართსაც დიდი სიამოვნებით არიგებდნენ, რის გამოც, ბინა შევიცვალე.

იძულებული გავხდი, პოლიციისთვის მიმემართა და ორივეს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა მომეთხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. მაშინ, საია დამიდგა გვერდით, რისთვისაც ახლაც მადლობას ვუხდი.

დილიდან მესმის ეს ამბავი, მხოლოდ ახლა ვნახე, რომ ჩემზე ძალადობის წამხალისებელი უსამართლოდ დაუჩაგრავთ.

ასეა, სისტემა ბოლოს, თავის შვილებსაც ჭამს.

მიუხედავად ამისა, ყოველგვარი "მაგრამ"-ის გარეშე, ჩემი სოლიდარობა ამ ადამიანს. 

არ არსებობს ადამიანი, ვისაც უსამართლოდ დაჩაგვრაც სიამოვნებას მომანიჭებს. 

მეცოდება, ძალიან მეცოდება, რომ სისტემამ თავის დროზე "მოიხმარა", გადააგდო და ახლა ასე საშინლად ექცევა.

კიდევ ერთხელ, ჩემი სოლიდარობა მას.

ქოცებო, ეს მაგალითი უნდა იყოს თქვენთვის, რომ ხვალ, როცა აღარ დასჭირდებით, თქვენც ზუსტად ასე მოგექცევიან და არ დაგინდობენ.

ისევ ჩემი დასაცავები გახდებით, მითქვამს და დამიჯერეთ", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა