სტიქია რიკოთზე - ძლიერი წვიმის შედეგად შვავი ჩამოწვა, შეზღუდულია მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგათ რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა
ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები , რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.