თეგებით ძიება
22. 06. 2023 სპორტი

ხვიჩა და ნიცა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩს დაესწრნენ (ფოტო)

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია საცოლე ნიცა თავაძესთან ერთად საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩს დაესწრო.

ცნობისთვის, ახალგაზრდულ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიაც გამოძახებული იყო, თუმცა მან მონაწილეობაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ რთული საკლუბო სეზონის შემდეგ, ფიზიკურად რთული იქნებოდა მისთვის საქართველოს ახალგაზრდულ და ძირითად ნაკრებებში პარალელურად თამაში.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა