რუსთავში 2 ადამიანი შაურმით მოიწამლა
რუსთავში "სუში24"-ში შეძენილი შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა. ინფრომაციას ამის შესახებ სააგენტო "ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ერთ-ერთმა მოწამლულმა განაცხადა, რომ მან შაურმის მირთმევის შემდეგ მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო.
"შაურმით მოვიწამლე, გლოვოთი მქონდა გამოძახებული. ექიმებმა მწვავე ინტოქსიკაციააო.
მართალია საშაურმემ დამირეკა ბოდიშებით და ა.შ მაგრამ ისეთი დღე გადავიტანე, ახლაც კი ცუდად ვარ", - განაცხადა დაზარალებულმა.
მეორე მოწამლული, რომელმაც იგივე ობიექტიდან გამოიძახა შაურმა, აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის გამო მასაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.