თეგებით ძიება

"უფალს ებარებოდეს, შენი ნაადრევად გაფრენილი სული" - ქსნის საჯარო სკოლა, ავარიაში დაღუპულ 20 წლის გოგოს ემშვიდობება

ქსნის საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში მცხეთასთან, ავარიაში დაღუპულ 20 წლის, თიკო მურჯიკნელს ემოციურად ემშვიდობება.

"ყველასთვის საყვარელო, ულამაზესო, თბილო, თვალებციმციმა გოგო და ახლა უკვე ყველასთვის დიდო ტკივილო.

ღმერთმა დაგტოვა ლამაზ მოგონებად, უფალს ებარებოდეს შენი ნაადრევად გაფრენილი სული", - წერიან განცხადებაში.

შეგახსენებთ, 21 ივნისს, მცხეთასთან მომხდარ ავარიას 20 წლის გოგო ემსხვერპლა. ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული თიკო მურჯიკნელია.

შემთხვევის შედეგად 3 დამიანი დაშავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა