თეგებით ძიება

არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სინამდვილესთან აცდენილად მიიჩნევს ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ს შეადგენს.

"რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, უამრავი სხვა ძალიან დიდი ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%, აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს რაღაც არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება ჩვენ მოსახლეობას, და რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. უკრაინაშიუ შეჭრის შემდეგ კი რუსეთს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადეს და ბევრმა ცნობილმა კომპანიამ ქვეყანა დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა