გაიცანით წარმატებული ქართველი სტუდენტი, რომელიც College of Europe-ში ისწავლის
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ანი ცინცაძე, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით, სწავლას აგრძელებს College of Europe-ში Master of Arts in European Interdisciplinary Studies-ზე. წარმატებულ ქართველ სტუდენტზე ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
"მაგისტრატურის პარალელურად, ანი ასევე გაივლის ერთწლიან სადიპლომო პროგრამას ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიაში (The Academy of Young Diplomats - AYD). აკადემიაში მისი სწავლა დაფინანსებულია Casimir Pulaski Foundation-ის სტიპენდიით.
ანი ცინცაძე თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით (არაბული ენა) სწავლობდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.