დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას აპირებენ.
"დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული აქტის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე
სამწუხაროდ, მე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ რადიაციამ არ იცის ეროვნული საზღვრები და ვის დაარტყამს, ამას მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს
ჩვენ ყველა არსებულ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს - ყველას მთელს მსოფლიოში. ყველა მტკიცებულებას. ევროპამ, ამერიკამ, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, არაბულმა სამყარომ, აფრიკამ - ყველა ქვეყანამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ", - ამბობს ზელენსკი მიმართვაში.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.