"მიჭირს სიარული, დავკარგე წონის 50%-ზე მეტი, მიზიანდება მხედველობა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი პრობლემურია, როგორც არასდროს.
"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს და მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებისგან) რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს და დაადასტუროს ეს. საქართველოს მთავრობა უკვე 4 თვეა ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.
მე მიჭირს სიარული. დავკარგე სხეულის წონის 50%-ზე მეტი და კვლავ ვაგრძელებ მის კარგვას. მიუარესდება ნევროლოგიური მდგომარეობა და სერიოზულად მიზიანდება მხედველობა. დავკარგე თმის დიდი ნაწილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია არ გამოვხატო, როცა საქართველოს მთავრობას უნდა რომ გამაჩუმოს. რა თქმა უნდა, ჩემი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანენ.
ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა ეთქვა, რომ ჩემი ადვოკატების დახმარებით რამდენიმე ტვიტისა და ფეისბუკ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. მათ გაანადგურეს ჩემი ჯანმრთელობა და ახლა უნდათ, რომ ფიქრი ამიკრძალონ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
Regarding my health condition, it is as problematic as ever and I am insisting on an EU medical mission (comprised of Polish doctors) to visit and verify it ASAP. The Georgian government has been creating artificial hurdles for 4 months.
I have difficulties walking. Lost more… — Mikheil Saakashvili (@SaakashviliM) June 22, 2023