თეგებით ძიება

მასკი VS ცუკერბერგი - მილიარდერები ერთმანეთს რინგზეც დაუპირისპირდებიან

კომპანია SpaceX-ის, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა თანამემამულე, კომპანია  Meta-ს დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ბრძოლის რინგზე გამოიწვია.

მასკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ Meta სოციალურ ქსელ Twitter-ის კონკურენტს ამზადებს.

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ტვიტერში დაწერა, რომ ის "მზადაა ცუკერბერგთან გალიაში ბრძოლისთვის", Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სწრაფადვე უპასუხა მასკის ტვიტს სკრინშოტის გამოქვეყნებით და წარწერით "გამომიგზავნე ადგილმდებარეობა". მასკმა, თავის მხრივ, მოკლედ და გარკვევით უპასუხა: „ლას-ვეგასი, ოქტაგონი“.

უცნობია, როდის და რა პირობებით გაიმართება ორთაბრძოლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა