თეგებით ძიება

"მოწინააღმდეგეს შენ დასამარცხებლად, საკუთარი ძალის გარდა, შენი სისუსტეც ეხმარება" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მტეი საკუთარი სისუსტით არ უნდა გააძლიერო.

"მოწინააღმდეგეს შენ დასამარცხებლად, საკუთარი ძალის გარდა, შენი სისუსტეც (ნაკლი, შეცდომა, უპასუხისმგებლობა, სიზარმაცე...) ეხმარება.

ეს თანაბრად ეხება ადამიანსაც და სახელმწიფოსაც.

არ არის საკმარისი, ეძებო სიყვარული, ღირსება, სამართლიანობა, მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება - მათ დასაცავად და შესანარჩუნებლად ყოველდღე უნდა ეძებო ახალი ენერგიაც (პიროვნულიც და საზოგადოებრივიც).

ნუ გააძლიერებ მტერს შენი სისუსტით - მომხდარის მიმართ ბრალიც და დამსახურებაც შენშია.

პიროვნული ძალისხმევა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ საზოგადოებას საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და განცდა ქმნის", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა