საეკლესიო მსახურება ხელოვნურმა ინტელექტმა აღასრულა - რა მოხდა გერმანიაში?
უცხოური მედიის ინფორმაციით, გერმანიაში, საეკლესიო მსახურება ხელოვნურმა ინტელექტმა აღასრულა.
ექსპერიმენტული საეკლესიო მსახურება ბავარიაში, წმინდა პავლეს ლუთერანულ ტაძარში გაიმართა. ადგილზე შეკრებილ 300-მდე ადამიანს სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანიდან ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სასულიერო პირის მსგავსი გამოსახულება მიმართავდა.
ქადაგებასთან ერთად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი იყო შესაბამისი მუსიკა და ლოცვები.