თეგებით ძიება

ყველა პოლიტპატიმარი გვარამიას მსგავსად უნდა გათავისუფლდეს - ნიკა მელია

მართლმსაჯულება პოლიტიკისგან უნდა დაიცალოს  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან განაცხადა. 

"ვისურვებ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და გათავისუფლდეს ყველა ის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, რომელთა სახელებს ბოლო თვეებში არ ვახსენებთ და რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან იქ, რადგან იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები და წარმოადგენდნენ პოლიტიკური პარტიების წარმოადგენდნენ"- აცხადებს მელია. 

მელიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება ვერ დასრულდება, ამიტომ ის დემოკრატიულად პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა შეცვალოს. 

პოლიტიკას,  სიტყვებს უნდა დავუბრუნოთ მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ამ ყველაფრით არაფერი მთავრდება. სანამ ეს რეალობაა, ერთი პოლიტიკური პატიმარი ჩანაცვლდება მეორით და ასე გაგრძელდება უსასრულობამდე. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ უნდა შეიცვალოს სიმართლით და არა ახლა რომ მოდაშია ერთობა-ერთობისთვის. ერთობა უნდა შედგეს სწორი მიზნებისა და ამოცანების გარშემო. ერთობა თავისთავადი ღირებულება არ არის. სწორი მიზნის გარშემო როცა შედგება ერთობა, რომელიც ამავე დროს გულისხმობს პოლიტიკური მართლმსაჯულების წარსულში ჩაბარებას და არა უბრალოდ მურუსიძე-ჩინჩალაძეების საესტაფეტო ჯოხით გადმობარებას, რისი სურვილიც სამწუხაროდ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს"- აცხადებს მელია.

შგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ შიწყალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა