მადლობა ყველას, ვინც იბრძოდა ამ ბოლო წამამდე - როგორია ნიკა გვარამიას ცოლის ემოციები?
ნიკა გვარამიას შეწყალებას მისი მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ეხმაურება, რომელიც რუსთავის ციხესთან იმყოფება და მეუღლის გამოსვლას ელოდება. ლილუაშვილი გვარამიას მხარდაჭერებს მადლობას უხდის.
"მოლოდინი არ მქონია, მაგრამ აფრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სულ ამას ვიმეორებ ამის მერე, რომ მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე, როგორც ნიკა იტყოდა. ვულოცავ ყველას იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი საქმე. ნიკა, როგორც ჩემი მეუღლე არ მჯდარა საპატიმროში. ეს გვეხება ყველას, მისი თავისუფლება ეხება ყველას, გეხებათ თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. გილოცავთ" ამბობს სოფო ლილუაშვილი
რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას გამოსვლას ელოდებიან.
შგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ შიწყალა.