ზურაბიშვილის შეწყალება ხელს უწყობს დემოკრატიის დაცვას საქართველოში - უილიამ კორტნი
ზურაბიშვილის შეწყალება ხელს უწყობს დემოკრატიის დაცვას საქართველოში, - სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ეხმაურება.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალება ხელს უწყობს დემოკრატიის დაცვას საქართველოში, მაგრამ პრემიერმინისტრი და მთავრობა აგრძელებენ მის დასუსტებას", - წერს კორტნი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.