თეგებით ძიება

მძიმედ აისახება ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე - რას ამბობს გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე?

დამძიმდა ის უღირსი ტვირთი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რისკიანად მოიკიდა სალომე ზურაბიშვილმა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას.

კომენტარი მან "იმედის" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი "საკმაოდ მძიმედ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე"

''ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი გამოხატულება. დამძიმდა ის უღირსი ტვირთი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რისკიანად მოიკიდა სალომე ზურაბიშვილმა და აი ესეთი არაობიექტურობის უსამართლობის, არასწორი შეფასებების კორიანტელი დააყენა, როცა ლაპარაკობდა, რუსულ ორბიტაზე გასულ ქართულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ამდენი სტუმრების და ახალწვეულების და სხვა სამხედრო პირების თანდასწრებით. 

ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ მძიმედ აისახება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. ზოგადად ეს საზოგადოებას ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ შესაძლო კონსპირაციის, რომ თითქოს თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედიაგარემო არის მძიმე და ერთადერთი უარყოფითი შეფასება ეს იყო და მეორე დღეს უცებ, ან იმავე დღეს, ესეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად, უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში. იმიტომ რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია და ესეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელმაც ზუსტად იცის დანაშაული რა არის, რა შემადგენლობის დანაშაულია და იმათმაც ზუსტად იციან ვინც ჩაიდინა, მაგრამ მიაჩნიათ რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავი 2-ის 7 მილიონით გაძარცვასთან დაკავშირებით", - აცხადებს ვოლსკი.

შგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ შიწყალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა