ვშიმშილობდი, მინდორში ვმუშაობდი და სკოლაში ვერ დავდიოდი - მილიონერმა ფეხბურთელმა მდიდრულ ნივთებზე უარი თქვა
სადიო მანე, სენეგალელი ფეხბურთის ვარსკვლავი, ყოველწლიურად დაახლოებით 10,2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მან მსოფლიო გამოფხიზლება გამოიწვია - ზოგიერთი თაყვანისმცემელი გაოგნდა, როდესაც დაინახეს, რომ მას დაბზარული iPhone 11-ი ეჭირა. სადიო მანეს პასუხი გასაოცარი იყო:
"რად მინდა ათი ფერარი, 20 ბრილიანტის საათი და ორი რეაქტიული თვითმფრინავი? მე ვშიმშილობდი, მინდორში ვმუშაობდი, ფეხბურთს ფეხშიშველი ვთამაშობდი და სკოლაში ვერ დავდიოდი. ახლა მე შემიძლია დავეხმარო ხალხს. მირჩევნია ავაშენო სკოლები და ღარიბებს მივცე საკვები და ტანსაცმელი. ავაშენე კიდეც სკოლები და მოვაწყვე სტადიონი, უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ადამიანებს ვაძლევ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და საკვებს.
გარდა ამისა, მე ვჩუქნი თვეში 70 ევროს სენეგალის ძალიან ღარიბ რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, რათა წვლილი შევიტანო მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მე არ მჭირდება ძვირად ღირებული მანქანებით, მდიდრული სახლებით, მოგზაურობითა და თვითმფრინავებით თავის მოწონება. მირჩევნია, ჩემმა ხალხმა მიიღოს ის ნაწილი, რაც მე ცხოვრებამ მომცა“, - განმარტა აფრიკის უმდიდრესმა ფეხბურთელმა.