თეგებით ძიება

"გვარამიას ხუჭუჭა შვილის სიხარულმა გამახარა. ბიჭები თან მოუქნელები რომ არიან ჩახუტებაში და საჯარო ჩახუტებამ მოუწია" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება და წერს, რომ პოლიტპატიმრის შეწყალება წინგადადგმული ნაბიჯია.

"სიხარულის ყურება მიყვარს, განსაკუთრებით ბავშვების. გვარამიას ხუჭუჭა შვილის სიხარულმა გამახარა. ბიჭები თან მოუქნელები რომ არიან ჩახუტებაში და საჯარო ჩახუტებამ მოუწია. დანარჩენი ტალახის ზელა, რაც სოცქსელში, სხეულებრივი დასწრების გარეშე უბარიეროდ იღვრება, მინდა მალე გაილიოს. ერთი მხრიდან პრეზიდენტის უბინძურესი ლანძღვა, მეორე მხრიდან გაავებული ნიშნისმოგება. 

ყველა მხარემ რომ შეძლოს ემოციის გარეშე ფაქტის აღქმა, რაღაცას, ყველასთვის სასარგებლოს, უფრო ჯანსაღად მივიღებდით. შეწყალების ეს ფაქტი ყველა ჩვენგანისთვის კარგია, რადგან როგორც ქვეყანას, მომავალი ერთი გვაქვს, რომელსაც ან  ვიზეიმებთ, ან ერთად დაგვენგრევა და უკან დაგვრჩება ჩვენი წვრილმანი ეგოების ბრახაბრუხი. 

შორიდან ემოციის გარეშე ხედავენ ფაქტებს და "ოპოზიციური არხის დირექტორი მანქანაში ცოლის ჩასმის გამო დააპატიმრეს" - არანორმალურად წარმოგვაჩენდა. 

წვრილმანია ყველა სუბიექტური გრძნობა იმასთან შედარებით, რომ ჩვენ ახლა, ისტორიის ამ გზაჯვარედინზე უკეთეს მომავალში უნდა ჩავდგათ ფეხი. 

პოლიტპატიმრის შეწყალება, ის, რომ სასამართლომ უსამართლოდ სამსახურიდან გაშვებული ხალხის მხარე დაიჭირა და სხვა, ყველა, თუნდაც მცირე წვრილმანის შეკრება, შეგროვება, რაც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს,  უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ამოცანა მთავარი მიზნისთვის, მიუხედავად იმისა, ვის ვინ მოსწონს და ვის ვინ სძულს. საკუთარი მომავალის ვინმეს ჯინაზე ნგრევა ყველაზე კომიკურია ჩვენს ნაკლებსაამაყო ეროვნულ თვისებათა შორის", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტმა 22 ივნისს შეიწყალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა