თეგებით ძიება
23. 06. 2023 მსოფლიო

ეშინოდა, ექსპედიციას მხოლოდ მამის გამო დათანხმდა - ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის მამიდა ემოციურ ისტორიას იხსენებს

წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენის, შაჰზადა დავუდის დის, აზმე დავუდის განცხადებით, შაჰზადა დავუდის 19 წლის შვილი ექსპედიციაში წასვლაზე ყოყმანობდა.

„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საშინელებათა ფილმში მოვხვდი, სადაც წამზომია ჩართული, მაგრამ არ იცი, რას ითვლი. პირადად მე მათზე ფიქრისას სუნთქვა მიჭირს. ვფიქრობ სულემანზე, რომელიც 19 წლისაა და სუნთქვისთვის იბრძვის... სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან გამანადგურებელია“, - ამბობს აზმე დავუდი.

ცნობისთვის, 23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ OceanGate-მა დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია. მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

მან ასევე მიზეზზეც ისაუბრა,სადაც ახსნა, რომ გემზე მოხდა იმპლოზია, წნევის გამო ბატისკაფი ფაქტობრივად ქილასავით შეიკუმშა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალმა, ჯონ მაუგერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ნამსხვრევების ველი“, რომელიც აღმოაჩინეს, შეესაბამება ნავის კატასტროფულ აფეთქებას.

„ერთიანი სარდლობის ექსპერტებთან კონსულტაციით, ნამსხვრევები შეესაბამება კამერის კატასტროფულ აფეთქებას“,- განაცხადა ადმირალმა.

ცნობისთვის, „ტიტანი“, სადაც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, „ტიტანიკის“ ნამტვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრა. საათსა და 45 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა